Friday, December 21, 2012


McDonald’s – სწრაფი კვება თუ ნელი სიკვდილი?

მაკდონალდსის კორპორაცია მსოფილოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების პროდუქტის მწარმოებელი და გამყიდველი კორპორაციაა. მისი ფილიალები დაახლოებით 119 ქვეყანაშია და ყოველდღიურად 47,000,000 კლიენტს ემსახურება. თუ რას წარმოადგენს მაკდონალდსი, საიდან წარმოიშვა და რა არის ამ კორპორაციის წარმატების მიზეზი, ამას ქვემოთ მოგახსენებთ…
მაკდონალდსის პირველი სწრაფი კვების რესტორანი კალიფორნიაში, ძმებმა მაკ და დიკ მაკდონალდსებმა გახსნეს. ამით მათ სრულიად ახალი პროდუქტი შესთავაზეს კალიფორნიელებს, რადგან მანამდე სწრაფი კვების ობიექტები არ არსებობდა.
მაკდონალდსის პირველი ლოგო სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. ჩვენთვის ცნობილი ლოგო მხოლოდ 1963 წელს გაჩნდა. მაკდონალდსში ძირითადად იყიდება ჰამბუგერები, ფრანგული კარტოფილი(ფრი), სხვა და სხვა გამაგრილებელი სასმელი, ნაყინი და ქათმის ნაწარმი.
მაკდონალდსის მომსწახურებაში შედის როგორც კაფე-ბარის ტიპის რესტორნები, გადახურული და ღია ცის ქვეშ არსებული მაგიდებით, ასევე ე.წ. მაკ-დრაივი, რომლის მეშვეობითაც ავტომობილიდან გადმოუსვლელად შეგიძლიათ ისადილოდ. ეს სერვისი დაახლოებით ბენზინ გასამართ სადგურს მოგაგონებთ. მაკ-დრაივი უკვე თბილისშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ახლა გადავიდეთ მთავარზე. მაკდონალდსის ქება დიდებას ნამდვილად არ დავიწყებ, ამ სიამოვნებას თვით მაკდონალდსში მომუშავე პერსონალს დავუტოვებ და თუ უნდათ თაყვანი სცენ.))
პირველ რიგში განვსაზღვროთ რა არის სწრაფი კვების ობიექტი და რა არის რესტორანი. სწრაფი კვების ობიექტი არის ადგილი სადაც “სწრაფად” უნდა “იკვებო” – სათაურიდან ასე ჩანს, რესტორანი კი სულ სხვა რამეა. რესტორანში შედიხარ მინიმუმ ორი საათით, თეთრ ხალათში ჩაცმული ოფიციანტი კი ყველა კაპრიზს გისრულებს და ხრუშჩოვის დროს ჩამოსხმულ ღვინოს გთავაზობს 5000 დოლარად. მოკლედ სრული კაიფია რესტორანი.
სხვაგან როგორ არის ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საქართველოში მაკდონალდსი რესტორნის სახელით არის ცნობილი და ხალხს ზოგჯერ ბავშვები რაიონებიდან ჩამოჰყავთ, რომ მაკდონალდსში ჰეფი-მილი ან ცხელი შოკოლადი მიირთვან.
როგორც მახსოვს პირველი მაკდონალდსის გახნსას საკმაოდ დიდი სკანდალი მოჰყვა მისი ადგილმდებარეობის გამო. იგი ხომ პირდაპირ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მე არ ვამბობ რომ ეს რამენაირად შეურაცხყოფას აყენებს შოთა რუსთველის ძეგლს. ამ უკანასკნელს იქ მობოდიალე ქურთები უფრო აყენებენ შეურაცხყოფას. ))
მთელს მსოფლიოში ათასობით ადამიანი გამოდის მაკდონალდსის პროდუქციის არაჯანმრთელი ინგრედიენტების გაყიდვიდან ამოღების მოთხოვნით. მაკდონალდსის უფროსობამ კი, პრობლემა ვითომ გადაწყვიტა და სალათები დაამატა მთავარ მენიუს.
წყარო: ucnauri.com


No comments:

Post a Comment