Thursday, January 24, 2013


ტოპ 8 ყველაზე არასასარგებლო პროდუქტი



ტოპ 8 ყველაზე არასასარგებლო პროდუქტი

გნებავთ იდეალური ფიგურა, კარგი კანი და ჯანმრთელობა? მაშინ მოგიწევთ კონტოლირება გაუკეთოთ თქვენს კვებას. ყოველგავრი აღელვების გარეშე გაანთავისუფლეთ თქვენი მაცივარი პროდუქტებისგან, რომლებსაც ზიანი მოაქვთ თქვენი ორგანიზმისთვის. აქ არის 8 ყველაზე არასასარგებლო პრიდუქტების ჩამონათვალი და თუ თქვენ შეძლებთ და განთავისუფლდებით მათგან, თქვენი ფიგურა იდეალურ ფორმაში ჩადგება.

✘ სწრაფი კვება - მაცდური, მაგრამ არასასარგებლო შემოთავაზებაა. ყველა ეს სუპები და პიურეები შედგებიან ქიმიური კომპონენტებისგან, ამიტომ უკეთესია დრო დახარჯოთ სრულყოფილი საკვების მომზადებაში ან მიირთვავ უბრალო სალათი, ვიდრე გამოკვებოთ თქვენი ორგანიზმი ”შხამით”.

ტოპ 8 ყველაზე არასასარგებლო პროდუქტი

✘ სოსისები და კალბასები - სოსისები და კალბასები, ყველაზე მავნებელი პროდუქტია ხორცეულში. მთავარი მათი ნაკლია - ფარული ცხიმები. წარმოიდგინეთ თქვენს თეფშზე დევს ღორი, ქონი და ზუმფარის ქაღალდი. აი ამ პროდუქტების მთავარი ინგრედიენტები. ქარხნები მშვენივრად მალავენ ამ ინგრედიენტებს არომატიზატორების და გემრიელი ქიმიკატების ქვეშ.

ტოპ 8 ყველაზე არასასარგებლო პროდუქტი

✘ ტომატი და მაიონეზი - ცხიმები და ქიმია : ეს არის ბევრისთვის საყვარელი მაიონეზის შემადგენლობა. მეცნიერები თვლიან, რომ მაიონეზების და ტომატების შეფუთვებს მარკა უნდა ჰქონდეთ მიკრული, წარწერით ”საზიანოა”. არ გამოკვებოთ ბავშვები მსგავსი პროდუქტებით, უმჯობესია სალათის შემთხვევაში ვიხმაროთ ზეთისხილის ზეთი ან იოგურტი.

ტოპ 8 ყველაზე არასასარგებლო პროდუქტი

✘ ალკოჰოლი - ალკოჰოს შეუძლია გაგამდიდროთ კალორიებით და დაგაკარგვინოთ ვიტამინები. ისეთი სასმელებითაც კი, რომლებიც სპირტს ნაკლებად შეიცავენ, კანის კბილების და თმების მდგომარეობის გაუარესება და სასარგებლო ბაქტერიების განადგურება ხდება.

ტოპ 8 ყველაზე არასასარგებლო პროდუქტი

✘ ჩუპა-ჩუფსები და საღეჭი რეზინები - ყველა ეს ტკბილეულობა თქვენს ორგანიზმს ავსებს ქიმიკატებით და საღებავებით.

ტოპ 8 ყველაზე არასასარგებლო პროდუქტი

✘ ჩიფსები - აქვე შეგვიძლია გავაერთიანოთ კარტოფილი ფრიც, ცხიმების დიდი რაოდენობა და ნახშირწლები, აი რას ჰმატებენ ეს პროდუქტები ორგანიზმს, ყოველივე ეს ხდება ჭარბი წონის მიზეზი.

ტოპ 8 ყველაზე არასასარგებლო პროდუქტი

✘ გაზიანი სასმელები - უკვე გავრცელებულია ამბავია, რომ კოკა-კოლით შეგვიძლია უნიტაზი გავრეცხოთ, ამისდა მიუხედავად ამ სასმელს ჩვენ მაინც ვიღებთ და ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ დაფიქრებულხართ, ერთი ბოთლი გაზიანი სასმელის შემდეგ, მაინც რატომ გვწყურია ? ყველაფერი მარტივია : მასში ძალიან ბევრი შაქარია, სავარაუდოდ 5 კოვზი ჭიქაზე. გაზიანი სასმელის მიღებას უმჯობესია მიიღოთ ჩვეულებრივი წყალი, იგი წყურვილსაც მოგიკლავთ და გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან.

ტოპ 8 ყველაზე არასასარგებლო პროდუქტი

✘ ”თეთრი სიკვდილი” - ეს ფრაზა ალბათ ყველას გეცნობათ. მარილი ნატრიუმისგან და ქლორისგან შედგება. ამ კომპონენტების ჭარბი რაოდენობა იწვევს : ორგანიზმში სითხის რაოდენობის შემცირებას, რის გამოც ხდება დატვირთვა გულზე. ამასგარდა მარილის მოჭარბებული რაოდენობა წყურვილს გრძნობას უფრო ზრდის, ამიტომ დიეტების დროს მარილს იღებენ კვების რეჟიმიდან.
წყარო: angel.ge

Monday, January 21, 2013


ცარიელი კალორიები ანუ "სწრაფი კვება"






ცარიელი კალორიები ანუ "სწრაფი კვება"
ცარიელი კალორიები“ არის არაოფიციალური სახელწოდება ისეთი საკვების , რომელსაც აქვს ძალიან ბევრი კალორიები, მაგრამ არ შეიცავენ ან ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავენ ორგანიზმისთვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს. უფრო მეტიც, ასეთი საკვები შედგება ისეთი ინგრედიენტებისგან, რომლებიც არის ჯანმრთელობისთვის საზიანო, როცა მათ მოიხმარენ რეგულარულად.
არაჯანსაღი საკვები, არის ძირითადად მზა პროდუქტები, რომლებიც უმეტესად შედგება ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან, მარილისგან ან შაქრისგან და როგრც წესი, არ შეიცავს  ვიტამინებს, ცილებს და ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკრო და მაკრო ელემენტებს.
ტიპიურ არაჯანსაღ საკვებს მიეკუთვნება ჩიფსები, ტკბილეული, საღეჭი რეზინი, სწრაფი კვების პროდუქტები, მრავალფროვანი არაალკოჰოლური სასმელები (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა და სხვა ), ბავშვებისთვის განკუთვნილი Froot Loops, ჯუსი ფრუტი სხვა.

ასეთ პროდუქტებს ასევე ეძახიან “ნაგავ საჭმელს” ( ინგ. junk food  ), თუმცა ეს სახელწოდება  თავდაპირველად  გამოიყენებოდა არა ხარისხის აღსანიშნავად ასეთი პროდუქტების, არამედ იგი  მათმა მასობრივმა მოხმარებამ გამოიწვია ძალიან დიდი ტერიტორიების დანაგვიანება, რადგან ბევრი ასეთი პროდუქტი შეფუთულია სპეციალურ პოლიეთილენის პარკებში, რომლებიც ძალიან ნელა იშლება.
მსგავსი პროდუქტების   წარმოება ხდება მრავალი ფორმით და აგრესიულად ხდება მათი რეკლამირება. ის წარმოებისთვის მომგებიანია, რადგან მისი წამოება იაფი ჯდება და დიდხანს ინახება ჩვეულებრივ პირობებში. ასეთი პროდუქტები პოპულარულია მომხმარებლებს შორისაც, რადგან მათ აქვთ მკაფიო გემო, მათ არ სჭირდებათ მომზადება და შეიძლება ნებისმიერ ადგილას ჭამა.
გავლენა ჯანმრთელობაზე
პოლ ჯონსონისა და პოლ კენის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი საკვები ტვინზე მოქმედებდა როგორც ნარკოტიკები, რომლებიც მიჩვევას იწვევენ. რამოდენიმე კვირა თაგვების არაჯანსაღი პროდუქტებით  კვების შემდეგ, თაგვების ტვინში არსებული სიამოვნების ცენტრი ნაკლებად მგრძნობიარე ხდებოდა და უფრო მეტი საკვები სჭირდებოდა იმისათვის რომ სიამოვნება მიეღო. შემდეგ ეს თაგევბი გადაიყვანეს ჯანსაღ საკვებზე, თუმცა თაგვებმა ორი კვირა იშიმშილეს, იმის მაგივრად რომ ეჭამათ ის.
2007 წელ ს სამეცნიერო ჟურნალ British Journal of Nutrition გამოქვეყნდა კვლეევა, სადაც საუბარი იყო რომ, დედები, რომლებიც იკვებებოდნენ ე.წ junk food-ით ორსულობის დროს, ზრდიდნენ იმის ალბათობას, რომ მათ შვილებს ექნებოდათ არაჯანსაღი პროდუქტების ჭამის ჩვევა და უფრო მეტად იქნებოდნენ სიმსუქნისკენ მიდრეკილნიშა.
ბევრი მკვლევარი ასევე აკავშირებს ერთმანეთთან ცარიელი კალორიების მიღებას -სიმსუქნესთან, გულსისხლძარღვთა დაავადებებთან, შაქრიან დიაბეტთან და კარიესთან. 
წყარო:caloriesdiet.ge

Friday, December 21, 2012


რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები 


თუ რა ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს სრაფის კვების პროდუქტები

სწრაფი კვება იმდენად მოედო მსოფლიოს, რომ შეიძლება მას "იმპერიაც კი ვუწოდოთ". მან მრავალ ქვეყანაში ტრადიციული სამზარეულოც კი განდევნა. ალბათ ბევრი თქვენგანი თვლის, რომ სწრაფი კვება ამერიკელებმა გამოგიონეს, მაგრამ ეს ასე არაა. ასეთ საჭმელს ჯერ კიდევ რომაელები მოიხმარდნენ, მაგრამ იგი მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტით იყო დამზადებული.
რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები

სწრაფი კვებისას ადამიანი ჭამს ჰოთდოგს, ჰამბურგერს, შაურმას, ჩიფსს და სხვა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ისეთი გემრიელია, რომ ჩვენ ჭამის დროს არც კი ვუფიქრდებით, რომ ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღებით საშინელ საფრთხეში ვაგდებთ ჩვენ ორგანიზმს.
სწრაფი კვების პროდუქტებით ჩვენ ძირითადად ქუჩაში ვიკვებებით.
რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები

ასეთ კვებას ბევრი უარყოფითი მხარე გააჩნია. სიჩქარეში საკვებს კარგად არ ვღეჭავთ და კუჭში ხვდება მექანიკურად (პირის ღრუში ღეჭვისას ხდება საკვების მექანიკური დამუშავება) დაუმუშავებელი და ნერწყვით გაუჟღენთავი(ნერწყვით იწყება საკვების ქიმიური დამუშავება) ლუკმები. ამიტომ სწრაფი კვება ხშირად გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, შეკრულობის მიზეზი ხდება. ქუჩაში კვებისას ვერ ვიცავთ ჰიგიენას და შეიძლება ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს სალმონელოზის, დიზენტერიისა და სხვა დაავადებათა გამომწვევი ჭიის კვერცხები.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზარდა ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი, რასაც მეცნიერები სწორედ სწრაფ კვებას უკავშირებენ. საქმე ისაა, რომ როგორც წესი, ეს საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიებს, მდიდარია ქოლესტერინით, ღარიბია ვიტამინებით, მასში დარღვეულია ბალანსი ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწლებს შორის. ასევე ყველასათვის ცნობილია ალბათ ისიც, რომ მაკდონალდში დამზადებული საკვებიც არაა სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისათვის.
რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები

რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები

ჰამბურგერი, ჰოთდოგი თუ ჩიზბურგერი, რომელსაც ქართულ მაკდონალდში მივირთმევთ, მიუხედავად იმისა, რომ ”უგემრილესია”, დამზადებულია უცხოეთიდან შემოტანილი გაყინული ხორცის კატლეტით (რომელიც შეიძლება რამოდენიმე თვის, ან უფრო ცუდი, წლების წინაც იყოს დამზადებული). ასევე ბოსტნეულიც შემოდის უცხოეთიდან, რომელიც შესაძლოა იყოს გენმოდიფიცირებული (GMO) პროდუქტი. ასევე ყველას გვიყვარს კარტოფილი "ფრი", მაგრამ არ ვიცით როგორ ამზადებენ მას. ის იწვება ზეთში, რომელიც დამზადებულია სოიოთი ან სიმინდით, რომელიც ასევე მთლიანად "GMO" პროდუქტია და შლის ადამიანის იმუნიტეტს, ამიტომ ასევე უკეთესი იქნება თუ "ფრის" ჭამის დროს ზომიერებას დავიცავთ და გადაჭარბებული რაოდენობით არ მივიღებთ.
რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები

რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები

თუმცა, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, როცა ძალიან გეჩქარება, გშია და არ გაქვს იმის დრო, რომ მშვიდად მიირთვა, ყველაზე კარგი გამოსავალი სწორედ სწრაფი კვებაა. თანაც გემრიელია და სულ აღარ ვაქცევთ ყურადღებას თუ როგორ ვანადგურებთ ორგანიზმს, მაგრამ თუ მაინც შევეცდებით, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს საკუთარ თავს და შევამციროთ ასეთი საკვების მიღება და ვიკვებოთ ჯანსაღად ეს ისევ ჩვენთვის იქნება კარგი.
რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები

რა ზიანს გვაყენებს სწრაფი კვების პროდუქტები

წყარო: angel.ge

სწრაფი კვება თუ ნელი სიკვდილისაზოგადოება

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც დრო ფულია. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დრო დავზოგოთ, რაც ხშირად, როგორც ჩანს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გვიჯდება.

21-ე საუკუნის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი ძალზე აჩქარებულია. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სწორედ დროის რაციონალურად გამოყენება წარმოადგენს მთავარ პრობლემას. თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა სწორედ ე.წ `ფასტ ფუდი~ - სწრაფი კვება, რომელიც მართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის დაზოგვაში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. 1921 წელს ამერიკაში, კანზასის შტატში დაარსდა კომპანია White Castle, რომელიც გასაოცარი სიდიდის ჰამბურგერებს ყიდდა. მათი ზომა ისე იზიდავდა მომხმარებლებს, რომ კომპანიის კვების ობიექტებთან მუდამ რიგი იდგა. დაახლოებით, 20 წელი კომპანია კონკურენციის გარეშე მუშაობდა, 40-იან წლებში კი McDonald's-ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. McDonald'sის კორპორაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების პროდუქტის მწარმოებელი და გამყიდველი კორპორაციაა. დღემდე ფასთ-ფუდების უდიდესი ქსელის მფლობელია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ხანია, ნაჯერი ცხიმებისა და მაღალკალორიული კომპონენტების გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

სწრაფი კვების ობიექტები, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში. თბილისშიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. განსაკუთრებით პოპულარულია სწრაფი კვების ნაწარმი ბავშვებში, ამიტომ ისინი სპეციალურადაც კი დაყავთ მშობლებს სწრაფი კვების ობიექტებში. დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ სწრაფი კვება იწვევს სხვადასხვა დაავადებებს და საშიშია ადამიანს ჯანმრთელობისთვის. ის, თუ კერძოდ რა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს სწრაფი კვება, რამდენად მიზანშეწონილია ბავშვებისთვის სწრაფი კვების ნაწარმის ხშირად მიღება, - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმს, ენდოკრინოლოგს მაია ცქიტიშვილს გავესაუბრეთ.
- მოსახლეობის დიდ ნაწილს ხშირად უწევს სწრაფი კვების ობიექტებისთვის სტუმრობა. განსაკუთრებით პოპულარულია სწრაფი კვების ობიექტები და მათი პროდუქტი ბავშვებში. ახდენს თუ არა (დადებით ან უარყოფით) გავლენას ბავშვის განვითარებაზე ამგვარი პროდუქტის ხშირი მიღება?

- XXI საუკუნის ბავშვების სლოგანი ევროპაში ასე ჟღერს: Live fa(s)t, die young, ანუ "იცხოვრე მსუქნად, მოკვდი ახალგაზრდა". მე ვერ გეტყვით, რა სარგებლობა მოაქვს სწრაფი კვების პროდუქტებს, თუმცა, მათ ზიანზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო.

პირველ რიგში ეს არის არაბალანსირებული კვება, რაც აუცილებლად იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს და სწრაფ გასუქებას. ამ პროდუქტში ჭარბადაა ნახშირწყლები და ცხიმები, ხოლო ცილები, მიკროელემენტები და ვიტამინები ფაქტიურად არ არის. ეს განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისთვის, რომელსაც ზრდისა და ნორმალური განვითარებისთვის ფერმენტების და ჰორმონების სინთეზისთვის აუცილებლად სჭირდება ცილა.

სწრაფი კვების პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავენ კალორიებს, ნაჯერ ცხიმებს,ქოლესტერინს, ნატრიუმს. ყველა ეს ინგრედიენტი იწვევს ცივილიზაციის დაავადებებს: სიმსუქნე, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი.

სწრაფი კვების პროდუქტი შეიცავს საკვებ დანამატებს-საღებავებს, არომატიზატორებს, სტაბილიზატორებს, კონსერვანტებს, გამაფუებლებს. მაგალიტად, `მაკ-დონალდში~ გამოყენებული საკვები დანამატების ჩამონათვალი თავზარდამცემია. 3 მათგანი საერთოდ აკრძალულია, 17 არის კანცეროგენი, ანუ იწვევს კიბოს, 6-ძლიერი ალერგენია, 3 აზიანებს ღვიძლს და თირკმელებს.

სწრაფი კვება თუ ნელი სიკვდილი? შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ `ჩიფსები~, კარტოფილი `ფრი” და ჰამბურგერები შეიცავენ იმდენ კანცეროგენულ ნივთიერებას, რომ მათი ფანები პრაქტიკულად განწირულები არიან ონკოლოგიური დაავადებებისთვის, ან, მინიმუმ, ფსიქიური დარღვევებისთვის. ამ პროდუქტისადმი ფსიქიური დამოკიდებულება გამოწვეულია სპეციალური ინგრედიენტის დამატებით.

- მოგეხსენებათ, სწრაფი კვების ობიექტებში ზეთის დაზოგვის მიზნით, ხშირად იყენებენ ე.წ. მეორად ზეთს, რაც, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. კერძოდ რა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს?

- თქვენ, ალბათ, გულისხმობთ ეკონომიის მიზნით ერთსა და იმავე ზეთში პროდუქტის შეწვას. მაღალ ტემპერატურაზე და ხანგრძლივად ხმარებისას ცხიმოვანი მჟავები გარდაიქმნებიან ტრანსცხიმოვან მჟავეებად, რომლებიც არღვევენ პროსტაგლანდინების სინთეზს, აზიანებენ გულის, ღვიძლის, სისხლძარღვების უჯრედების მემბრანას, ცვლიან სისხლის შემცველობას, არღვევენ ლიპიდურ ცვლას და იწვევენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ეს კიდევ არ არის მთელი უბედურება. დამტკიცებულია, რომ წარმოიქმნება აკრილამიდი-ნივთიერება, რომელიც ტოქსიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, იწვევსგენეტიკურ მუტაციებს. შვედმა ბიოქიმიკოსებმა გამოიკვლიეს, რომ `ჩიფსების~ 1 პაკეტი 500-ჯერ მეტ აკრილამიდს შეიცავს, ვიდრე ეს დაშვებულია ჯანმრთელობის. საფრანგეთში 25000 ქალზე ჩატარებული მრავალწლიანი კვლევით დადგინდა პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიურ დაავადებებსა და სისხლში ტრანსცხიმოვანი მჯავების დონეს შორის. ასევე იზრდებამსხვილი ნაწლავის და კუჭუკანა ჯირკვლის კიბოს რისკი.

- რამდენად მიზანშეწონილია დიაბეტით დაავადებულთათვის სწრაფი კვების პროდუქტის მიღება?

- ცნობილია, რომ სისხლში გლუკოზის მაღალი დონე, რაც შაქრიანი დიაბეტის დროს აღინიშნება, იწვევს როგორც წვრილი, ასევე მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებას. ირღვევა ორგანიზმის ყველა ორგანოს კვება და, აქედან გამომდინარე, ფუნქციური მდგომარეობა. ვითარდება შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელი გართულებები: გულის ინფარქტი, ინსულტი, ქვედა კიდურების განგრენა, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა და კიდევ ბევრი სიცოცხლისთვის საშიში გართულება.”შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის წამყვანი მეთოდია დიეტოთერაპია, ნახშირწყლებით და ცხიმებით ღარიბი საკვების მიღება ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. წარმოიდგინეთ, რა მოუვა დიაბეტიან პაციენტს სწრაფი კვების ობიექტში დანაყრების შემდეგ.”ასე რომ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის სწრაფი კვების პროდუქტების მიღება კატეგორიულადაკრძალულია.
წყარო: 7days.ge

McDonald’s – სწრაფი კვება თუ ნელი სიკვდილი?

მაკდონალდსის კორპორაცია მსოფილოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების პროდუქტის მწარმოებელი და გამყიდველი კორპორაციაა. მისი ფილიალები დაახლოებით 119 ქვეყანაშია და ყოველდღიურად 47,000,000 კლიენტს ემსახურება. თუ რას წარმოადგენს მაკდონალდსი, საიდან წარმოიშვა და რა არის ამ კორპორაციის წარმატების მიზეზი, ამას ქვემოთ მოგახსენებთ…
მაკდონალდსის პირველი სწრაფი კვების რესტორანი კალიფორნიაში, ძმებმა მაკ და დიკ მაკდონალდსებმა გახსნეს. ამით მათ სრულიად ახალი პროდუქტი შესთავაზეს კალიფორნიელებს, რადგან მანამდე სწრაფი კვების ობიექტები არ არსებობდა.
მაკდონალდსის პირველი ლოგო სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. ჩვენთვის ცნობილი ლოგო მხოლოდ 1963 წელს გაჩნდა. მაკდონალდსში ძირითადად იყიდება ჰამბუგერები, ფრანგული კარტოფილი(ფრი), სხვა და სხვა გამაგრილებელი სასმელი, ნაყინი და ქათმის ნაწარმი.
მაკდონალდსის მომსწახურებაში შედის როგორც კაფე-ბარის ტიპის რესტორნები, გადახურული და ღია ცის ქვეშ არსებული მაგიდებით, ასევე ე.წ. მაკ-დრაივი, რომლის მეშვეობითაც ავტომობილიდან გადმოუსვლელად შეგიძლიათ ისადილოდ. ეს სერვისი დაახლოებით ბენზინ გასამართ სადგურს მოგაგონებთ. მაკ-დრაივი უკვე თბილისშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ახლა გადავიდეთ მთავარზე. მაკდონალდსის ქება დიდებას ნამდვილად არ დავიწყებ, ამ სიამოვნებას თვით მაკდონალდსში მომუშავე პერსონალს დავუტოვებ და თუ უნდათ თაყვანი სცენ.))
პირველ რიგში განვსაზღვროთ რა არის სწრაფი კვების ობიექტი და რა არის რესტორანი. სწრაფი კვების ობიექტი არის ადგილი სადაც “სწრაფად” უნდა “იკვებო” – სათაურიდან ასე ჩანს, რესტორანი კი სულ სხვა რამეა. რესტორანში შედიხარ მინიმუმ ორი საათით, თეთრ ხალათში ჩაცმული ოფიციანტი კი ყველა კაპრიზს გისრულებს და ხრუშჩოვის დროს ჩამოსხმულ ღვინოს გთავაზობს 5000 დოლარად. მოკლედ სრული კაიფია რესტორანი.
სხვაგან როგორ არის ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საქართველოში მაკდონალდსი რესტორნის სახელით არის ცნობილი და ხალხს ზოგჯერ ბავშვები რაიონებიდან ჩამოჰყავთ, რომ მაკდონალდსში ჰეფი-მილი ან ცხელი შოკოლადი მიირთვან.
როგორც მახსოვს პირველი მაკდონალდსის გახნსას საკმაოდ დიდი სკანდალი მოჰყვა მისი ადგილმდებარეობის გამო. იგი ხომ პირდაპირ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მე არ ვამბობ რომ ეს რამენაირად შეურაცხყოფას აყენებს შოთა რუსთველის ძეგლს. ამ უკანასკნელს იქ მობოდიალე ქურთები უფრო აყენებენ შეურაცხყოფას. ))
მთელს მსოფლიოში ათასობით ადამიანი გამოდის მაკდონალდსის პროდუქციის არაჯანმრთელი ინგრედიენტების გაყიდვიდან ამოღების მოთხოვნით. მაკდონალდსის უფროსობამ კი, პრობლემა ვითომ გადაწყვიტა და სალათები დაამატა მთავარ მენიუს.
წყარო: ucnauri.com



Fast food – სწრაფი კვება

სწრაფი კვების ობიექტები ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა: ფარდულებში იყიდებოდა ცომის ფირფიტები, რომლებსაც ზეითუნის ზეთი ესვა. ასეთივე ლავაშები იყიდებოდა ძველი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია კი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. 1921 წელს ამერიკაში, კანზასის შტატში, დაარსდა კომპანია White Castle, რომელიც გასაოცარი სიდიდის ჰამბურგერებს ყიდიდა. მათი ზომა ისე იზიდავდა მომხმარებლებს, რომ კომპანიის კვების ობიექტებთან მუდამ რიგი იდგა. დაახლოებით 20 წელი კომპანია კონკურენციის გარეშე მუშაობდა, 40-იან წლებში კი McDonald’s-ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. McDonald’s-ი დღემდე ფასთ-ფუდების უდიდესი ქსელის მფლობელია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ხანია, ნაჯერი ცხიმებისა და მაღალკალორიული კომპონენტების გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

ფასთ-ფუდი და ჯანმრთელობა
მასაჩუსეტის კვების სამედიცინო საზოგადოების თანახმად, ფასთ-ფუდი განსაკუთრებით მაღალკალორიულია, იწვევს გაცხიმოვნებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. საკვები შეიცავს კანცეროგენული თვისების მქონე ტრანსცხიმებს (მარგარინი, კომბიცხიმი) და ასევე კანცეროგენულ აკრილამიდს. გამაგრილებელ სასმელებში შაქრის მაღალი შემცველობაა, რაც საშიშია არა მხოლოდ კალორიულობის, არამედ დიაბეტის განვითარების მაღალი ალბათობის გამოც. ფასთ-ფუდებში რეგულარული კვება არღვევს კალციუმის შეწოვას. საზოგადოდ, სწრაფი კვების მავნეობა 3 ძირითად ფაქტორს უკავშირდება:
  • ცხიმების, მარილისა და შაქრის ჭარბ შემცველობას, საკვების მაღალ ენერგეტიკულ ღირებულებას;
  • უჯრედისით ღარიბ პროდუქტებს;
  • ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებ შემცველობას.
რაც შეეხება კანცეროგენულობას, აუცილებელია დავაზუსტოთ: კანცეროგენულია არა თვით საკვების კომპონენტები, არამედ მათი მომზადების ტექნოლოგია. წონის მატებას ამგვარი საკვები ნამდვილად იწვევს – მისი მომზადებისას გამოყენებული ტრანსცხიმები (ცხიმოვანი მჟავების არანატურალური იზომერები) ჩვეულებრივ ცხიმებზე გაცილებით ნელა და ძნელად იშლება. წინათ მიაჩნდათ, რომ ის მხოლოდ მავნე ქოლესტერინის დონეს ზრდიდა, ბოლოდროინდელი გამოკვლევები კი ადასტურებს, რომ ქოლესტერინთან ერთად იზრდება სისხლში ნახშირწყლების, კერძოდ, გლუკოზის დონეც, ყალიბდება ინსულინრეზინსტენტობა და იმატებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა. ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ დანიაში აბსოლუტურად აკრძალეს ყველა ის პროდუქტი, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს, აშშ-ში კი მწარმოებლებს მოსთხოვეს, პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობის შესახებ ეტიკეტებზე განეთავსებინათ ინფორმაცია, რის შემდეგაც ზოგიერთმა მწარმოებელმა საგრძნობლად შეამცირა მათი გამოყენება. ყოველივე ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი მაინც ყოველდღიურად მიირთმევს ჰამბურგერებს, ჩიზბურგერებს, ბიგმაკებს, კარტოფილ-ფრისა და სხვა საკვებს. ფასთ-ფუდის პოპულარობის მთავარი მიზეზი ცხოვრების აჩქარებული ტემპი და დროის უქონლობაა.

როგორ მოვიქცეთ
თუ დრო ყელში გიჭერთ და რაციონალური, დაბალანსებული კვების რეჟიმს მაინც ვერ იცავთ, ნუ დაანებებთ თავს ფასთ-ფუდში კვებას, უბრალოდ:
  • შეუკვეთეთ პატარა ულუფა. დიდ ულუფებსა და და ორმაგ ჰამბურგერებზე უარი თქვით, ბიგმაკი მეგობარს გაუყავით.
  • ტკბილი სასმელების ნაცვლად შეუკვეთეთ ნაკლებად ტკბილი ჩაი ან ყინულიანი წყალი, უცხიმო რძე, ახალი ხილის წვენი ან მინერალური წყალი.
  • ხშირად ნუ მიირთმევთ შემწვარს, რადგან ის უხვად შეიცავს ცხიმს. კარტოფილი-ფრის ნაცვლად ქათმის ხორცის სენდვიჩი შეუკვეთეთ, შემწვარის ნაცვლად ორთქლზე მომზადებული ან წყალში მოხარშული მიირთვით.
  • ითვალეთ კალორიები. აირჩიეთ ისეთი კაფეტერია, სადაც მენიუში საკვების ენერგეტიკული ღირებულებაც არის მითითებული და შეკვეთამდე გადაითვალეთ.
  • ხშირად ესტუმრეთ ისეთ კაფეს, სადაც ხორციან კერძებსა და სენდვიჩებთან ერთად ბოსტნეულის სალათების ფართო არჩევანია.
  • წყარო: geohealthystyle.wordpress.com

სწრაფი კვება და ჯანმრთელობა
ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ დიდსა თუ პატარას ძალიან უჭირს დროის განაწილება. მით უმეტეს, თუ ქალი მუშაობს. რთული სამუშაო დღის შემდეგ მას აღარც დრო რჩება და აღარც ენერგია საიმისოდ, რომ მეორე დღისთვის კერძები მოამზადოს. ზოგჯერ კი თვით ოჯახის წევრების ყოველდღიური გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, თუნდაც გამზადებული კერძის მისართმევად შინ მისვლის დრო არც რჩებათ. ამიტომ დიდი თუ პატარა, შეიძლება ითქვას, იძულებულია "გარეთ" იკვებოს.
თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა სწორედ ე.წ. ფასტ ფუდი - სწრაფი კვება, რომელიც მართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის ეკონომიაში. ბავშვები ხომ აღფრთოვანე-ბულიც კი არიან გარეთ კვებით. მათ ძალიან მოსწონთ სწრაფი კვების როგორც პროდუქტები, ასევე პროცესი. მაგრამ სწრაფ კვებას თავისი მომხიბვლელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეც აქვს. ის მავნებელია. მით უმეტეს, თუ სისტემატური ხასიათი აქვს. ამიტომ უნდა შევეცადოთ, მოვძებნოთ კომპრომისი! ფასტ ფუდი სულაც არ არის ამერიკელების გამოგონილი, როგორც მიაჩნიათ. სწრაფი კვების მოყვარულნი ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყვნენ, რომელთა სახლებშიც ყოველთვის როდი იყო სამზარეულოები. სამაგიეროდ ხშირად მიდიოდნენ ბაზარში, სადაც მიირთმევდნენ კვერებს ყველით, მწვანილით ან ხორცით, რომლებსაც გადასხმული ჰქონდა ზეითუნის ზეთი. ამგვარი კვებით არც ავადმყოფობდნენ და არც სუქდებოდნენ. მთავარი კი ის გახლდათ, რომ პროდუქტები ნატურა-ლური და ახალი იყო და თანაც, სამკურნალო ზეითუნის ზეთით შეზავებული. ფასტ ფუდის თანამედროვე მწარმოებლები ზეითუნის ზეთს, სამწუხაროდ, არ სწყალობენ და "სწრაფ საკვებს" მავნებელი მარგარინით ამზადებენ.
წყარო : mkurnali.ambebi.ge